|
2023-03-10 12:25:12, 1111 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მოდუნება არ შეიძლება, ბრძოლა გრძელდება!
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოდუნება არ შეიძლება, ბრძოლა გრძელდება -, ამის შესახებ ''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება. მისი შეფასებით, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ ოპოზიცია მოდუნდა, დაიწყებს ინდივიდუალურ ანგარიშსწორებებს. ''ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ საბჭოთა კავშირთან ბმა, სადაც უნდა, რომ შეგვათრიოს ,,ქართულ ოცნებას'' კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოდუნება არ შეიძლება. ბრძოლა გრძელდება. ამ ლაჩრებს აქვთ ჩაფიქრებული ბევრი მზაკვრული გეგმა. აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება. როგორც კი ისინი ნახავენ, რომ ჩვენ მოვდუნდით, დაიწყებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უფლება ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ!'', - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)