|
2023-03-09 07:07:22, 779 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ხარაზიშვილმა მოიყვანა თავისი ბანდფორმირებები, რომლებიც ურტყამენ ადამიანებს
"ხარაზიშვილმა მოიყვანა თავისი ბანდფორმირებები, რომლებიც ურტყამენ ადამიანებს - ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. "ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ნახეთ რომ ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოვიდა დარბევამდე 15-20 წუთით ადრე, მისი შავი ჯიპით "დასმოტრა" სიტუაცია. მოიყვანა მისი ბანდფორმირება, ამათი დიდი უმრავლესობა თანამშრომელიც არ არის და ემორჩიელბიან პირადად ბიძინა ივანიშვილს. ვგულისხმობ ხარაზიშვილს და მერე იძლევა დავალებას. ამის შემდეგ ნახეთ არაადეკვატური, განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედი ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ, უტყამდნენ ადამიანებს. ეს ადამიანი, ხარაზე - არის საეჭვო წარმომავლობის და რეპუტაციის, ის არის მკვლელი და მისი ბანდფორმირება გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით." - განაცხადა ხაბეიშვილმა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება დღეს აქციის დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. იგი "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა და ბრძანებებს გასცემდა. ხარაზაშვილის სახელი უკავშირდება მუხროვანის სპეცოპერაციას, ასევე 20 ივნისის გავრილოვის ღამეს, სადაც ხარებას სპეცრაზმი მომიტინგეებს ესროდა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)