|
2023-03-07 22:25:37, 906 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პარლამენტთან არის გულწრფელი პროტესტიც, თუმცა რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, ამ პროტესტიდან სარგებელი ნახოს
პარლამენტთან არის გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, ამ გულწრფელი პროტესტიდან სარგებელი ნახონ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას. კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. "მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მიმდინარეობს დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან. იქ არის, რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტიც, თუმცა ასევე არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცველთა მიმართ. არის სერიოზული ფიზიკური დაზიანებები. ყველა შემთხვევა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი", - განაცხადა კობახიძემ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქციაზე, სადაც სამართალდამცველებმა მოქალაქეების დაშლა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით უკვე რამდენჯერმე სცადეს, მხოლოდ პროპორციული ძალა იქნება გამოყენებული.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)