|
2023-03-07 16:45:03, 997 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - კობახიძე ხელისუფლებაში რომ აღარ იქნება, ქუჩაში ვერ გავა - ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს
შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში "უცხოური აგენტების შესახებ" კანომპროექტის განხილვა მიმდინარეობს. წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა და უთხრა, რომ "როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება, ქუჩაში ვერ გავა, რადგან ქართველი ხალხისგან ღალატის გამო საკადრის პასუხს მიიღებს". "რადგან შენიშვნებს იძლევა პარლამენტის თავმჯდომარე, რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ - გეუხერხულებათ, მოღალატეეებს რომ გეძახიან?! არ გადამრიოთ. მოღალატეეები ხართ თქვენ აქ ყველა, ვინც დღეს ასე ჩუმად გამოიტანეთ ეს კანონი, თქვენ ხართ პრორუსი მოღალატეები და არა მხოლოდ თქვენ, თქვენს შთამომავლობას გაყვება ეს სახელი - მოღალატეების. ამას უნდა შეეგუოთ. უნდა შეეგუოთ იმას, რომ - ახლა კობახიძე რომ ზის და შლის ხელებს, მაგარი ბიჭი რომ ჰგონია თავი და რომ ჰგონია, რომ მთელი საქართველო შეუძლია დაიკიდოს და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, ხელისუფლებაში რომ აღარ იქნება. ქუჩაში ვერ გავა იმიტომ, რომ ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო... ამიტომაც, შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები", - მიმართა წითლიძემ უმრავლესობას. ცნობისთვის, პარლამენტმა, "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)