|
2023-03-06 20:30:23, 1178 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა
ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის, საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური ძალა, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოს მომავლისთივს, იქნება ეს არასამთავრობო სექტორები თუ ყველა ის ადამიანი, რომლებიც რეალურად ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე. მან ასევე დაანონსა, აქცია, რომელიც ხვალ 9 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. "ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის, საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა. პირველი, ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური ძალა, რომელიც ნამდვილად მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქორბს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ, ეს საფრთხე არის პირველ რიგში "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად. ჩვენ გელოდებით ხვალ პარლამენტთან 9 საათზე, იმიტომ რომ, 10 საათზე არის ბიუროს სხდომა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი, ამიტომ ხვალ ეს ნამდვილად უნდა იყოს ნაჩვენები", - განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)