|
2023-03-06 13:38:20, 697 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - მივხვდი რუსულს რატომ ეძახიან, ქართული არ იციან რა არის
მივხვდი რუსულს რატომ ეძახიან, ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილის განცხადებით, "ჯვარზე აცვეს", როცა თქვა, რომ ევროკავშირი მისი თვითმიზანი არ არის. "ანრი, იცი რას მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ... ვერ წარმოუდგენიათ, როგორ ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო.. მე ჯვარზე მაცვეს ბიჭო... ვთქვი, რომ თვითმიზანი არაა ევროკავშირი-მეთქი და ჯვარზე მაცვეს. დიახ, მგონია, რომ ქართველი ერის უკვდავებაა ჩემი თვითმიზანი და საქართველოს მარადიულობა - ესაა თვითმიზანი და ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიარო, რისიც მჯეროდა, ღირებულებები ფასეულობები, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ, ეგ არის ჩემთვის ღირებული. ის კი არა , რომ აგერ რომ ზის და მეუბნება ცალი ფეხით უნდა იდგე რომ გეტყვიან და მაგით უნდა შეხვიდე ევროკავშირში. ქართულს ვერ იტანთ თქვენ, რუსული რა შუაშია ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს",- განაცხადა ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)