|
2023-03-06 10:43:13, 652 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შეშლილი პუტინისტები არიან, კი არ გამოვედით, ფიზიკურად გამოგვაგდეს
12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ამბობს, რომ მმართველი პარტია რუსეთის რიტორიკას ერთი-ერთში იმეორებს. "ფაქტობრივად სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შეშლილი პუტინისტები არიან, ესენი არიან პუტინის თუთიყუშები. ერთი ერთში იმეორებენ იმას, რასაც პუტინი საუბრობდა. არაფერი სხვაობა მათ ლექსიკაში, მათ საუბარში არაა. ანრისა და პუტინის ლაპარაკს შორის განსხვავება არაა, კობახიძესა და პუტინს, ლავროვს, სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანს შორის განსხვავება არაა. კი არ გამოვედით, ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს. მათ შორის, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)