|
2023-03-03 14:26:15, 797 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გაუგებარია ის ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ - მცდელობა აქვთ, კანონპროექტებს რუსული შლეიფი მოახვიონ
ერთადადერთი მცდელობა აქვთ, აღნიშნულ კანონპროექტებს მოახვიონ რუსული შლეიფი, - ამის შესახებ შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპროტესტო აქციის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მოქალაქეები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მანვე განმარტა, რომ კანონპროექტის შინაარსზე არავინ საუბრობს და მისთვის "გუშინდელი ისტერიკა გაუგებარია". „გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ საუბრობს შინაარსზე, რატომ არის ეს კანონი პრობლემა. ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, თითქოს რუსული კანონია. ორივე კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით დასკვნებს. პარალელურად, დისკუსია გახსნილია, ვინმეს თუ შინაარსთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პარლამენტი ამისთვის არსებობს“, -განაცხადა კახა კალაძემ. კალაძე ასევე მიიჩნევს, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთს - გამჭვირვალობას მოითხოვს. „წარდგენილია ორი კანონპროექტი - ერთი ანალოგია იმისა, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქიდან არის ნათარგმნი და გადმოტანილი, რაც ჩემი დამოკიდებულებით, არის საკმაოდ ხისტი. მეორე, კანონპროექტი, ქართული, საკმაოდ ლიბერალურია, მოითხოვს გამჭვირვალობას - საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. გამჭვირვალობა კი რატომ არის ცუდი, არ მესმის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 36 ადამიანი დააკავა. წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)