|
2023-03-01 18:46:23, 769 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი რუსულ კანონპროექტზე - ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან
ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსული კანონპროექტი წინააღმდეგობაშია 12 რეკომენდაციიდან მინიმუმ 2-თან, აქედან გამომდინარე ის იტოვებს იმედს, რომ ინიციატივა არ დამტკიცდება და არ მიიღებს კანონპროექტის სახეს. "შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ ელჩების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან ღია აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, განვიხილეთ დეტალები, ეს არ იყო მარტივი დისკუსია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და გავიმეორეთ, რომ ეს ინიციატივა არის წინააღმდეგობაში როგორც მინიმუმ 2 რეკომენდაციასთან 12 რეკომენდაციიდან, რომლების საქართველოს გადაეცა გასულ წელს ივლისში, რაც შეეხება სპიკერის ნაწილს, ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ საჭიროა საქართველოში იყოს ასეთი კანონი, ეს დისკუსია გაგრძელდება ეს არ არის კანონპროექტი ეს არის ინიციატივა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაითარგმნება კანონში", - განაცხადა ჰერჩინსკმა. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)