|
2023-02-28 16:21:05, 829 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია აგვისტოს ომზე გამოძიებას ითხოვს - მამუკა მდინარაძე ინიციატივას მხარს უჭერს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას იწონებს. მდინარაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ამიტომ გამოძიებას მხარს "სიამოვნებით დაუჭერდა". "7-ში ღამე "გრადების" დაბომბვა, ვისი და რისი აჩვენეს და რატომ აჩვენეს საერთოდ ან 8-ში ის განცხადებები რას ნიშნავდა ან ის განცხადებები რას ნიშნავდა, რუსეთს არ შემოესწროო ან ხელმოწერა და მხარდაჭერა რას ნიშნავდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო ან ომის დანაშაულის ჯარისკაცებზე დაბრალება რას ნიშნავდა, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას, შესაძლოა, სჭირდებოდეს კომისია... მე, როგორც ერთ მოქალაქეს - საქართველოს მოქალაქეს, მაწუხებს კითხვა - რატომ მოხდა, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაშიც ასე დაიწერა. ტალიავინის კომისიის დასკვნის ეს მოცემულობა გადავიდა ისტორიულ აღწერილობაში, როდესაც სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა. რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინესო დანაშაული? რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - ამის გამოძიებას მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე. აღსანიშნავია, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა "ევროპელ სოციალისტებს" ეკუთვნის. როგორც პარტიის წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია ამბობს, კომისიის შექმნის მოთხოვნასთან ერთად, გააგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას იმისთვის, რომ პროკურატურამ აგვისტოს ომზე გამოძიება დაიწყოს. "სააკაშვილის ძირითადი დანაშაული იჩქმალება. ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია... ომის დაწყებას წინ უსწრებდა პროვოკაციული სროლები სამაჩაბლოში. ამ ყველაფრის ლოგიკური კულმინაცია იყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სააკაშვილის ბრძანებით, არტილერიის მიერ ცხინვალის დაბომბვა, რითაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგსა და ჰააგის სასამართლოებში საქმეები მოიგო, ამ თემაზე გაჩუმების მიზეზი გაურკვეველია. ისმის კითხვა - რატომ არიან ჩუმად? გაუგებარია, რატომ უნდა დავაფაროთ ან ვაფარებთ ხელს სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე, რომელიც მან ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა", - აცხადებს ფრიდონ ინჯია.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)