|
2023-02-27 16:22:31, 810 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პრინციპების დონეზე ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს, შემდეგ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას
პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს, მაგრამ შემდეგ, დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით გავაგრძელებთ ჩვენს მსჯელობას მხარდაჭერასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროეტებზე კომენტირებისას განაცადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან კონკრეტული მსჯელობა კანონპროექტის არც ერთ ვერსიასთან დაკავშირებით არ მოუსმენიათ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრს მიაჩნია, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ამერიკული ვერსია გაცილებით ხისტია და რიგ საკითხებს უფრო მკაცრად არეგულირებს, ვიდრე ქართული ვერსია - მიუხედავად ამისა, ქართულ ვერსიაშიც არის რამდენიმე დეტალი, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს. „კანონპროექტში ტექნიკური შესწორებებიც უნდა შევიდეს, ვინაიდან გზადაგზა გავდივართ. მეორე შემთხვევაში, პირდაპირი თარგმანია და არ ვეხებით საერთოდ, მაგრამ პირველ, ქართულ ვერსიაში ყველა დეტალზე არ დაგვიქნევია თავი: იქ არის რამდენიმე დეტალი, რაზეც ვმსჯელობთ და ისინიც მოგვყვებიან ამ დეტალებზე,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საზოგადოებას მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ კანონპროექტი არც ერთ ბენეფიციარს და ფიზიკურ პირს არ ეხება, რითაც სპეკულაციები გამოირიცხება. „ წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარებს შეეხებათ და ალბათ, უფრო მკაფიოდ უნდა იყოს რაღაცები ჩადებული, რომელიც გამორიცხავს სპეკულაციის სივრცეს. არც ერთ ბენეფიციარს არ ეხება. ბენეფიციარს კი არა, მათ შორის, არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება. მაგრამ ამ საკითხის გამკაფიოება არის აუცილებელი, სპეკულაციის სივრცეც რომ არ დარჩეს იმ მხარეს, ვინც ამას მინიმალური 2-3%-იანი წარმატებით ახერხებს. მარკერით ხომ არ გადავშლით და ხომ არ დავაწერთ ახალ რაღაცას იქ? - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევა, ვინაიდან ის ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ხოლო პრინციპების დონეზე საწინააღმდეგო ვერავის ვერაფერი ექნება: „ვენეციის კომისიაც ვერ დაწერს, რომ გამჭვირვალობას არ ვეთანხმებითო. პრინციპი გამჭვირვალობაა, მეტი პრინციპი არ არსებობს იქ.“ - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)