01:10 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-26 11:06:16, 879 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს - ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას უნდა ვეომოთ

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, რითაც საქართველო პუტინიზმის ყველა ფორმას ამარცხებს.

"ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა მაინც თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ ყველა ფორმას პუტინიზმის იმიტომ, რომ ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა და ცხოვრობს. ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს  დაამარცხებს. საქართველოს გაუმარჯოს დღეს, 25 თებერვალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics