10:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 15:34:58, 748 ნახვა

საზოგადოება
ხაბეიშვილი - გელათის განადგურებაზე პასუხისმგებლობას ჯალა-თეა ვერ გაექცევა

ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება და ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ საპატრიარქოს,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოების საპატრიარქოსთვის გადაბარებას.

ხაბეიშვილის თქმით, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად "ჯალათეას პასუხისმგებლობა". 

"ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება და ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ საპატრიარქოს. ხვალ რომ რამე მოხდეს, ჯალათეამ თქვას, რომ თვითონ არაფერი დაუშავებია. არადა 7 წელზე მეტია, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და მათ შორის ფინანსურ უზრუნველყოფას. არ გამოგივათ ვინმეზე რამის გადაბრალება",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გაავრცელა განცხადება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics