12:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 20:37:42, 1503 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბუჩაში ვნახეთ, რომ ეშმაკი დედამიწაზეა, ეს ყველაზე საშინელი დღე იყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, ომის წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. 

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა იყო მისთვის ყველაზე ცუდი დღე სრულმასშტაბიანი ომის დროს.ზელენსკის თქმით, ყველაზე მძიმე იყო, როდესაც გათავისუფლებულ ბუჩაში ჩავიდა და დაინახა, რა გააკეთეს იქ რუსებმა. 

"ყველაზე საშინელი დღე იყო ის დღე, როცა ბუჩაში რუსეთის სისასტიკეს ვნახე. ალბათ ის, რაც დავინახე იმ მომენტში, როცა დეოკუპაცია მოვახდინეთ... ძალიან საშინელი იყო, იმის გამო, რაც არის... ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რეალურია - ეშმაკი სადმე არ არის, ის დედამიწაზე", - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს რუსეთის აგრესიას დამოუკიდებლად, პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა "საშინაო დავალება" სრულად შეასრულოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics