|
2023-02-24 15:05:59, 1023 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინიდან, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ
იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, იმ ფონზე ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ, - ასე განმარტა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავზე, კიევში არ ჩასულიყო. თურქეთში მყოფი მთავრობის მეთაური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ვიზიტზე უარისა და ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. "მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორეს მხრივ იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, იმ ფონზე რა თქმა უნდა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ამავდროულად რა თქმა უნდა ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, ათონელის სასახლეში სპეციალური ღონისძიება გამართა. ზურაბიშვილმა ომთან დაკავშირებული პოზიციების გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი და ცდილობს გაამართლოს, ყველასათვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური პოზიცია". პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა წუხილი, რომ ომის წლისთავზე, საქართველოს დელეგაცია უკრაინაში არ გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)