|
2023-02-22 14:55:49, 1392 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრის“ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მედცენტრის" სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ექიმებისთვის სამინისტროს 2023 წლის პროგრამული სიახლეების გაცნობა, სამედიცინო დაწესებულების მიერ სამინისტროს პროგრამებში ჩართულობა, ასევე ახალი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენა. ,,შეხვედრა გავმართეთ ,,მედცენტრის" ექიმებთან და დაწესებულების ხელმძღვანელთან. ჰოსპიტალი ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში. სახელმწიფომ მოქალაქეებისათვის არაერთი შეღავათი დააწესა, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დანერგა ახალი პროგრამები და განახორციელა მნიშვნელოვანი პროგრამული ცვლილებები, ჩვენი მიზანია თითეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ამ შესაძლებლობების შესახებ, რომ სრულფასოვნად შეძლონ მკურნალობის პროცესის წარმართვა“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი - "მედცენტრი" ჩართულია სამინისტროს შემდეგ პროგრამებში - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, სახსრების ენდოპროთეზირება, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას - DRG მეთოდს, რის შედეგად 2022 წლის 1 ნოემბრიდან აჭარაში რეგისტრირებული მოაქალაქეებისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით გულის ქირურგია და ონკოქირურგია სრულად ფინანსდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში 2023 წელს გაიზარდა, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნუსხა და წლიური ლიმიტი - 25 000 ლარამდე, თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ოდენობა - 10 000 ლარამდე, პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევის დაფინანსება 90-100% -მდე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)