|
2023-02-22 11:37:40, 733 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - ჯვრის მონასტერი ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ინგრევა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში გელათის გარდა, ჯვრის მონასტერიც ნადგურდება. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მონასტერში "ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი და არის ვანდალიზმის ფაქტები". ენმ-ის თავმჯდომარემ, რომელმაც საგანგებო განცხადება სწორედ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გააკეთა, კულტურის სამინისტროს ძეგლის გადასარჩენად პროფესიონალების დახმარება შესთავაზა. "ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები - ის, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცის საზოგადოებამ, რომ მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილია, ის მაინც არ განადგურდეს. ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები - რუსული წარწერებია გაჩენილი ჯვრის მონასტერზე. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მძიმე რეალობაა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება ჯალათეას, რომელიც მინისტრია და რომელსაც გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მონასტრის რეაბილიტაცია. ის, რომ ქვები არ ცვიოდეს და ლოდები არ ეცემოდეს ჯვრის მონასტერში ადამიანებს; ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მე-6 საუკუნის არ ნადგურდებოდეს, ჩემდა სამწუხაროდ, ეხება ჯალათეას - ადამიანს, რომელიც ანადგურებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ჯვრის მონასტერში სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ თეა წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული. ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ რამდენიმე წუთში დაიწყონ აქ საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ჯვრის მონასტრის არდანგრევას, არგანადგურებას, თუმცა სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას", - აცხადებს ხაბეიშვილი.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)