|
2023-02-22 09:32:11, 808 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ მივიღეთ, რომ ჩვენ მწამებლები ვართ, სააკაშვილს კლავენ და უნდა ჩავერთოთ ომში
რისკების გათვალისწინებით ვუჭერთ მხარს უკრაინას და რა მივიღეთ სანაცვლოდ? სანაცვლოდ მივიღეთ მათი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პიარ კამპანიაში ჩართვა, რომ მიშა სააკაშვილს კლავენ და აწამებენ, მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, ჩვენ ვართ მწამებლები და რომ საქართველო პირდაპირ უნდა ჩაერთოს ომში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. მისი თქმით, ამ მოწოდებების ფონზე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძის უკრაინაში ვიზიტი არარელევანტური იქნებოდა. „რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, დღეს სხვათა შორის, თქვენმა ერთმა კოლეგამ ვერ გაიხსენა, სად იყო ასეთი განცხადებები. მიხვდებით ალბათ, რომელი და ვისი ტელევიზიიდან იყო. ამ მოწოდებების ფონზე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი, არ მივიჩნიეთ რელევანტურად. ეს იყო მინიმალური ჟესტი იმისთვის, რომ გვეთქვა - თქვე კარგო ხალხო, როდესაც ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ და იცით რას ვრისკავთ, ჩვენი ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო ჯარი დგას, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, თქვენ რომ დღეს ასე მხარს უჭერთ, ჩააბარა ამ ხალხს, გაუფორმა და მერე ხელიც მოუწერა ყველაფერზე, რაც კი სჭირდებოდათ, ამ ჯარის რისკი რამდენად დიდია იცით და მიუხედავად ამისა ომში ჩართვას გვაძალებთ, მოგვიწოდებთ პირდაპირი, ღია ტექსტებით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ ვაწამებთ აქ ვიღაცას. შესაბამისად, ეს ელემენტარული ჟესტი იყო, ყოველგვარი ზედმეტი რაღაცეების გარეშე, საერთოდ არც ვლაპარაკობდით ამ თემაზე, რომ არ მოეტყუებინა ბატონ ვაშაძეს, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა და თურმე შემთხვევით გაიგო. ყოველწუთიერ ურთიერთობაშია უკრაინელებთან, თუკი რამე გაფაჩუნდება პირველი ის იგებს და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და თურმე ეს შემთხვევით გაუგია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)