21:30 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 15:13:41, 1206 ნახვა

პოლიტიკა
რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერალი და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური მედია ДОЖДЬ-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძიადკო თბილისში ვენიდან ჩამოფრინდა, მტელი ღამის განმავლობაში აეროტპორტში გააჩერეს, დილით ველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე შეატყობინეს, რომ მას უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე.

"ფილიპ ძიადკო ჩამოფრინდა თბილისში ვენიდან. ის გააჩერეს მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში, უთხრეს, რომ "სისტემამ გაჭედა", დილით კი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე შეატყობინეს, რომ მას უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. ჟურნალისტს არანაირი საბუთები უარის შესახებ არ გადასცეს. ახლა დზიადკოს ტელეფონს ართმევენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ.

12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს.

18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა.

შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა.

12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა.

13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics