14:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 13:39:12, 957 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?!

ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?!, -  ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას. 

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლისღვრისთვის არ ჩამოსულა.

"მოვისმინე და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ დიდი მსახიობია თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე. გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე და ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს. ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია. ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად და ვის უნახავს მისი სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით ამის მოწმე, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია. რა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი?!",- განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ  "მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება". გარდა ამისა, პრემიერმა ექსპრეზიდენტს "კარგი მსახიობი უწოდა". 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics