|
2023-02-17 17:26:29, 678 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩა N10ბ-ს მიმდებარედ გზის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 72მ სიგრძის საყრდენი კედელი შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. „ხევძმარის ქუჩის N10ბ-თან ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა და საფრთხისშემცველი მდგომარეობა იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამაგრების სამუშაოების განხორციელება. პროექტის დასრულების შემდეგ, თავიდან ავიცილებთ გზის ჩამოშლის საშიშროებას. ასევე, კედლის მოწყობისთანავე დამონტაჟდება ლითონის დამცავი ღობე“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 360 000-მდე ლარი აქვს გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)