01:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 11:10:08, 989 ნახვა

სამართალი
მამაკაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული მამაკაცი სასჯელის ნაწილს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის, შემდეგ კი საპატიმროში დაბრუნდება. 

"ვერ ვხვდები რა ხდება", - განაცხადა როინ მებონიამ სხდომაზე. 

შემთხვევა 2022 წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი შვილებიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული როინ მებონია​ ცხელ კვალზე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics