01:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 10:46:41, 883 ნახვა

სამართალი
საგამოძიებომ 100-ლარიანი ყალბი კუპიურების დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics