|
2023-02-17 10:23:01, 1127 ნახვა
პოლიტიკა
PACE „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - ამ კანონის მიღებას შემზარავი ეფექტი ექნება
კანონპროექტის მიღებას შემზარავი ეფექტი ექნება,- ასე გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეა უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს. როგორც PACE-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ფრაქციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იწვევს შეშფოთებას, მის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტების თავსებადობასთან მიმართებაში. "შეშფოთებას იწვევს ფრაქცია „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“, მის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტების თავსებადობასთან მიმართებაში, ამის შესახებ ევროკავშირის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტ ესტრელამ ისაუბრეს. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომელსაც მიღების შემთხვევაში უმძიმესი ეფექტი ექნება",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)