|
2023-02-16 11:45:02, 805 ნახვა
საზოგადოება
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრს გენერალ ქრისტოფერ კავოლიმ პირად რეზიდენციაში უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, საქართველოს საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტისა და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)