|
2023-02-15 22:42:26, 1091 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ქვეყანა, რომელიც 12-პუნქტიანი რეკომენდაციებს ასრულებს არავის აქვს უფლება ხაზი გადაუსვას ყველაფერს და „კრიმინალის“ გათავისუფლება მოითხოვოს
როდესაც საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ასრულებს 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრულ რეკომენდაციებს, არავის აქვს უფლება, ხაზი გადაუსვას ყველაფერს და მოითხოვოს „კრიმინალის“ გათავისუფლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისვიე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მომავალშიც სწორედ ამ პრინციპით იმოქმედებს. „მოგვცეს 12 პუნქტიანი გეგმა და აქაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს და სტატუსი მივიღოთ. ამ დროს რა ხდება? - ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი და გვეუბნება, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც არის კრიმინალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც სტრასბურგმაც დაადასტურა ეს, არ იქნება გათავისუფლებული, ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს. მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, აი, ეს დამოკიდებულება, ეს მიდგომები მისაღებია? ჩვენ თავმოყვარეობა ხომ გაგვაჩნია? ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ხომ გვიყვარს? თუ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შანტაჟის ენით ესაუბრებიან, აშანტაჟებენ, მისაღებია? მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს არცერთი თავმოყვარე მოქალაქე არ მიიღებს ამ ლექსიკით საუბარს, რასაც ე.წ. მეგობრები აკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. „ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. ვიცავდით, ვიცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს და ყოველთვის ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ ევროპისთვის და თავს ვთვლით ევროპელებად. ამასთან, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ის ღირებულებები, რაზეც საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა დგას. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებები, ეს აბსურდული, შეურაცხმყოფელი განცხადებები აზიანებს ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)