|
2023-02-15 17:25:16, 982 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე შევთანხმდით
განვიხილეთ იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით, შევთანხმდით საჭიროებებზე მორგებული დახმარების გაძლიერებაზე, რათა გავზარდოთ მათი თავდაცვისუნარიანობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გადის და ეს არის ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რაც მოწმობს იმას, რომ რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის. "ერთი წელი გადის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან. ეს არის ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადებოდეს მშვიდობისთვის. ამის საპირისპიროდ, რუსეთი ახორციელებს ახალ შეტევებსა და თავდასხმებს. უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. უკრაინას აქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ჩვენ განვიხილეთ იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით. ჩვენ შევთანხმდით საჭიროებებზე მორგებული დახმარების გაძლიერებაზე, რათა გავზარდოთ მათი თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)