|
2023-02-15 14:16:40, 915 ნახვა
პოლიტიკა
სენაკსა და ქედაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება
სენაკსა და ქედაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ ცენტრებთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მოქალაქეები ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. როგორც სენაკში მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რეგიონებიდან საპროტესტო ტალღა ისევ დედაქალაქში გადაინაცვლებს. "გავაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის გარუსებას და არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას; არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ სიდუხჭირეში იხრჩობოდეს; არ დავუშვებთ პუტინის ტყვის, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას... საბოლოო ჯამში, აქციები თავს მოიყრის დედაქალაქში, რომელიც წალეკავს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 14 თებერვალს ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში, 13 თებერვალს თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)