|
2023-02-14 23:30:41, 1043 ნახვა
პოლიტიკა
გოგი წულაია - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და ვარ პოლიტიკური პატიმარი
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ და დასჯილი ვარ იმისათვის, რომ გავბედე და ბერას შევაგინე, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი გოგი წულაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას პატიმრობა შეუფარდა. მისივე თქმით, ის აქამდე პოლიტიკური პატიმარი იყო და ახლა უკვე პოლიტიკური დევნილია, იმყოფება საფრანგეთში და იტოვებს იმედს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, მას არ გაწირავს ტანჯვისთვის და არ დააბრუნებს საქართველოში. მან დასძინა, რომ არ დანებდება და იბრძოლებს ბოლომდე გამარჯვებისთვის. "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ და დასჯილი ვარ იმისათვის, რომ გავბედე და ბერას შევაგინე. ამას არ მაპატიებდა, მე ეს შეგნებულად ვთქვი და რაღაც შედეგებს ნამდვილად ველოდი. ამას ნამდვილად არა, მაგრამ რაღაცას რომ გამირთულებდნენ, ნამდვილად ველოდი. მიპირებენ დასჯას, მაგრამ ვარ საფრანგეთში და ვნახოთ, მაქვს იმედი რომ ეს ქვეყანა არ გამწირავს და არ დამაბრუნებს საქართველოში. ვარ პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ამწუთას ვარ პოლიტიკურად დევნილი ქვეყნიდან. არ გავჩერდები, ვიბრძოლებ ბოლომდე, გამარჯვებამდე. რაც შემეძლება ამ ქვეყანაში, საფრანგეთში ემიგრაციაში ვიმუშავებ და გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩვენი ქვეყანაც დაადგეს სწორ გზას, რასაც ჰქვია ევროპის გზა და გადარჩენა", - განაცხადა წულაიამ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)