17:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 19:38:56, 966 ნახვა

საზოგადოება
რა საკითხები იქნა განხილული წმინდა სინოდის სხდომაზე - მეუფე იაკობის განმარტება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მედიასთან იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც სინოდის სხდომაზე იქნა განხილული. 

როგორც მეუფე იაკობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სასულიერო პირებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის გამგებლობაში გადავა. 

"ყველა ძირითადი საკითხები გავიარეთ, თქვენ იცით, რომ რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, იმის მერე სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, უდიდესი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, რაც ხდება იქ. ასევე გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები. თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიის ტერიტორიაზეც მოხდა და სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს. 

ასევე, მეუფე ზენონი უწმინდეს შეხვდა და გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. ასე დროებით იქნება", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics