|
2023-02-14 16:44:17, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ქსენია სობჩაკი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა, გამოიჩინონ თანაგრძნობა სააკაშვილის მიმართ
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო უწყებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ,- ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი Telegram-ზე წერს. სობჩაკი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ორ ვიდეოს ავრცელებს. ერთ-ერთი "ვივა მედში" გადაღებული კადრებია, ხოლო მეორე - მისი ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან, რომელშიც კიკაბიძე ჰყვება, როგორ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. "პირველი ვიდეო: კადრები მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან და აშკარა დემონსტრირება იმ მდგომარეობისა, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება. მეორე ვიდეო: ჩემი ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან, მისი ბოლო ინტერვიუ. რომელშიც ის ჰყვება, თუ როგორ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. ამასთან, ერთი კვირის წინ თბილისის სასამართლოს მოსამართლემ არ დაიჯერა, რომ სააკაშვილი ავად იყო და უარი თქვა მის გათავისუფლებაზე ან სისხლის სამართლის სასჯელის გადადებაზე. როგორც ჩანს, ახლა არის ის დრო, როცა ადამიანებმა ირგვლივ უპრეცედენტო სისასტიკის დანახვისას, საკუთარ თავში კეთილშობილება და წყალობა იპოვონ. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო უწყებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ",- წერს სობჩაკი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ამასთან, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)