|
2023-02-14 13:24:27, 1052 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „გამა“ საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრს გახსნის
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანია „გამა“, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ახალ ბიზნეს ცენტრს გახსნის, რომელიც 12 000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მიზნად ისახავდა მზიურის ბიზნეს ცენტრის აშენებას. ეს არის მაღალი კლასის საოფისე ფართები, რომელიც მზიურთან ახლოს, წყნარ და გამწვანებულ გარემოში იქნება მოქცეული. საოფისე ფართი ასევე მოიცავს სატრენაჟორო დარბაზს, კვების ზონას, საპარკინგე ადგილსა და გამწვანებულ ეზოს, რომელიც 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის საოფისე ფართის ქირაობის შემთხვევაში. A კლასის ბიზნეს ცენტრი თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის N2-ში მდებარეობს. საოფისე სივრცეები სრულად დააკმაყოფილებს A კლასის ბიზნეს ცენტრის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადა მზიურის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელმა, ზურაბ ცაგარეიშვილმა. „საქართველოს ბანკის“ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ბანკს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორცილებული პარტნიორებთან ერთად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ამჯერად ქალაქის ცენტრს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენობა შეემატება, რომელიც მაღალი კლასის საოფისე ფართებს მოიცავს. ბიზნეს ცენტრში 1 200 ადამიანი შეძლებს კომფორტულ პირობებში მუშაობას. მისასალმებელია, რომ პროექტის განხორციელება დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამ ეტაპზე კი, კომპანიას 70-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)