|
2023-02-13 19:50:46, 805 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - უკრაინის საბრძოლო მასალის ხარჯვის მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს
უკრაინის საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს, - ამის შესახევ ევროკავშირის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, საბრძოლო მასალის მზარდი გადინება საფრთხის მომტანია და მრეწველობას საფრთხეს უქმნის, აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ნატოს შტაბ-ბინაში ახალი საკოორდინაციო კომპონენტი ჩამოყალიბდეს, რომლის მიზანიც ინდუატრიასთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება იქნება. მან დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, ეს იქნება გზავნილი სხვა ავტორიტარული ქვეყნებისთვიდ გზავნილი, რომ ძალის გამოყენება წახალისებულია. “უკრაინის საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს, ეს ჩვენს თავდაცვის მრეწველობას დაძაბულობას უქმნის. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება და გავზარდოთ ინვესტიცია, ჩვენი საწარმოო შესაძლებლობები. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ ახალი საკოორდინაციო კომპონენტი ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც უნდა დავადგინოთ ჩვენი მოწყვლადობა და უფრო მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა ინდუსტრიასთან. ძირითადი შესაძლებლობები, როგორიცაა საბრძოლო მასალა, საწვავი და სათადარიგო ნაწილები მალე უნდა მიეწოდოს უკრაინას, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სიჩქარე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ ძალის გამოყენება წახალისებულია. ეს სამყაროს უფრო სახიფათოს გახდის და ყველა ჩვენგანი უფრო დაუცველი იქნება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)