|
2023-02-13 15:30:35, 787 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მისამართით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა გასაგებია, რადგან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მოსულიყო პოლიტიკაში, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოჰყვა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. „ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო - სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ქართული ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრია ასეთი პროექტი, თუნდაც კულტურის მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა საქართველოს, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი. მან ირგვლივ შემოიკრიბა სრულიად საქართველო და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)