|
2023-02-13 12:46:57, 877 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - დასავლეთი და რუსეთი არის ღია დაპირისპირებაში და ბრძოლის ველი უკრაინაზეა შერჩეული
ანტიდასავლური მოძრაობის "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე პრორუსულ რიტორიკას იმეორებს და ამბობს, რომ უკრაინაში ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. ხუნდაძემ ასევე დასძინა,რომ უკრაინა ბრძოლის ველზე უფრო მეტ ზიანს იღებს, ვიდრე რუსეთი, რაც მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების დაბალ პოლიტიკურ ხარისხზე მიუთითებს. "დასავლეთი და რუსეთი არის ღია დაპირისპირებაში და ბრძოლის ველი არის შერჩეული უკრაინაზე. აქ კი, გამარჯვებულის და დამარცხებულის ლოდინში, უკრაინა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს, მაგრამ ზიანი უკრაინამ უკვე მიიღო. ვფიქრობ, პოლიტიკოსისთვის მისი პოლიტიკური ხარისხი არის მაღალი და სახელმწიფოსთვის მისაღები, მაშინ როდესაც ის ქვეყანას ააცილებს ომს და არ ჩართავს საკუთარ ხალხს ამ ბრძოლაში",- განაცხადა ხუნდაძემ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადებები ხშირია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით - "ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის".
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)