|
2023-02-13 11:07:56, 861 ნახვა
პოლიტიკა
„არა მოღალატეებს“ - „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს
"არა მოღალატეებს" - თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს აპროტესტებენ. პარალელურად, ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. "ასეთი აქციები გაგრძელდება, რადგან "ქართული ოცნება" დგას პუტინის რეჟიმის გვერდით, მაგრამ ქართველი ხალხი დგას უკრაინისა და ევროპის გვერდით. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მთელ მსოფლიოსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნება" უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას გართმევთ", - უთხრა "ტვ პირველს" აქციაზე მისულმა პოლიტიკოსმა, გიორგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, 9 თებერვალს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა რუსეთს აქვს. მმართველი გუნდის თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა მოჰყვა. რაც შეეხება აქციებს, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ქრონოლოგია ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. რეგიონებში გასვლამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)