|
2023-02-13 10:56:44, 1169 ნახვა
საზოგადოება
რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს
რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ რივინამ რუსულ გამოცემა Холод-თან განაცხადა. მისი თქმით, ის ერევნიდან თბილისში ჩაფრინდა, სადაც ბოლო თვეებია ცხოვრობს. რივინას თქმით, საზღვარზე მესაზღვრეების გადაწყვეტილებას 3 საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოში მაინც არ შეუშვეს. გარდა ამისა, რივინას თქმით, საქართველოში ჩასვლისას საზღვარზე ადრეც დიდხანს აყოვნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში უშვებდნენ. ამჟამად რუსი უფლებადამცველი თბილისიდან დეპორტაციას ელოდება. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა. 12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)