|
2023-02-12 14:39:01, 1127 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას - ასეთი მნიშვნელოვანია პუტინისთვის „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა?
საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კლინიკა "ვივამედიდან" CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს. პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ "ეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს აფერხებს". "საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. ეს უდაოდ აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია "სასიკვდილო საჩუქრის" მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?" - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, გუშინ, 11 თებერვალს CNN-მა მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებში, რომელიც CNN-ს ექსპრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა და რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება, მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი ჩანს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)