18:09 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 10:00:25, 1227 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას გაოხმაურა.

როგორც ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, აფასებს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას.

"მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში.

ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა გაენადგურებინა ყველა ის ღირებულება, რომელიც ევროპაში არსებობს და ეს არ ემსახურება არავის ინტერესებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან კრემლში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics