|
2023-02-10 22:10:39, 1080 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ენმ-ს - თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვა ნათელაშვილს ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ
როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ, რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური მოტივით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააკავა და ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა წაუყენა. "როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ,რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში. ნათელაშვილს არა, ნაცებს ვპასუხობ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა! რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზეც უკვე მერამდენჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით: ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად! თავი დაანებეთ, ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!..", - წერს იონათამიშვილი.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)