|
2023-02-10 16:44:27, 1508 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, „თიბისი“, ზედიზედ მეორედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. „თიბისიმ“ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით. „თიბისიმ“, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი - თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული - როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. 2022 წელს, „თიბისის“ ფილიალებში - 20, კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე კი 30 აპარატი განთავსდა. „ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ „თიბისის“მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, 2022 წლის ბოლოსთვის, ფილიალებში, იურიდიული პირების ნაღდი ფულის 50% უკვე Cash-in აპარატების საშუალებით მივიღეთ, რამაც განტვირთა რიგები და ჩვენი მომხმარებლების დრო დაზოგა. ჯამში, აპარატებმა 2022 წელს 1,2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნული პროდუქტით აქამდე მხოლოდ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესები სარგებლობდნენ, 2023 წლიდან, „თიბისი“ Cash-in აპარატებით საცალო სეგმენტის მომხმარებლებსაც მოემსახურება", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. „მსოფლიოში, სადაც გლობალური ინფლაცია და მიწოდების ჯაჭვის გამართულობა გამოწვევად რჩება, ნაღდი ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო პროდუქტების მოქნილობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, კრიზისულ ვითარებაშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)