|
2023-02-10 11:27:03, 1187 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტმა ზუსტად იგივე მესიჯბოქსით გაგვლანძღა, როგორც ენმ-ის წარმომადგენლები გვლანძღავენ
საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გადაცემაში „იმედი LIVE”. მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმ ხალხის ტრენდს მიჰყვება, ვინც „ქართულ ოცნებას“ უარგუმენტოდ აბრალებს რუსული ინტერესების გატარებას. მისივე განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ტრენდის გავლენის ქვეშ ექცევიან და მათ რიცხვშია სალომე ზურაბიშვილიც. „ორი დღის წინ მას [ სალომე ზურაბიშვილს] ცოტა რბილად, თუმცა სწორად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, აღიაროს დანაშაულიო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული და ჰუმანური თემები თუ არსებობს,განახორციელოს, ვინაიდან მე თუ შევიწყალებ, მიმდინარე საქმეებზე მაინც შეიძლება დაიჭირონო. „არა და არასოდეს“ ვეღარ თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა არგუმენტით თქვა, არ შევიწყალებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვსო. ამასობაში, ზუსტად იგივე მესიჯბოქსით, როგორც გვლანძღავენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ერთი-ერთში გაგვლანძღა. უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აქ ალბათ მთავარია კომპლექსი მე მას ახლა არ შევიწყალებ - დამნაშავე, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც ძალიან დავუქნევ თითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდში ჩავჯდე - ვითომ დააბალანსა. შენ რომ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებ ცრუ ნარატივით? თქვი ეს სათქმელი, ჩვეულებრივი ამბავია.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)