|
2023-02-09 13:06:10, 938 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია
პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქით, ამდენი ადამიანი არც ერთ პატიმარს არ გაუმწარებია, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა. „პარლამენტის მიერ ამნისტია გამორიცხულია. ამნისტია ისეთი კანონია, რომელიც პირთა აბსტრაქტულ წრეს უნდა შეეხოს. არ შეიძლება ამნისტია მოერგოს ერთ კონკრეტულ წრეს. ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს და გამორიცხულია, რომ ამნისტიის კანონი ერთ კაცს მოერგოს. 9 ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შესაძლოა რაღაც დოზით, იწვევდნენ თანაგრძნობას, ეს ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება ეს არის გამორიცხული, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თუ არა ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს. ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც, ამდენი ადამიანი დღეს ამ 9 ათასიდან არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“,- განაცხადა კობახიძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)