|
2023-02-09 11:31:59, 952 ნახვა
საზოგადოება
„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით ზუგდიდში ახალი სასტუმრო DADIANI Inn გაიხსნა
"ბაზისბანკი" აქტიურად აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში კიდევ ერთი ახალი, 30 ნომრიანი სასტუმრო Dadiani Inn გაიხსნა. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ტერასა და საკონფერენციო დარბაზი. პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 2.8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის, „უმასპინძლე საქართველოში“ თანადაფინანსებით. სასტუმროში 20 ადგილობრივი თანამშრომელია დასაქმებული. სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის თებერვალში უმასპინძლა. Hotel Dadiani Inn კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. Hotel Dadiani Inn ზუგდიდის ისტორიულ უბანში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. „მინდა მადლობა გადავუხადო "ბაზისბანკის" გუნდს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა გიორგი ქადარიამ. „ბაზისბანკს", როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ“, - აღნიშნა "ბაზისბანკის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)