|
2023-02-08 17:35:27, 987 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში „ქართული ოცნება“ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს
დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება", ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი ისტორიაში შევა, როგორც საჭირო მომენტში პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონებით მიღებული გადაწყვეტილებებით. "სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ვერ შევიდა ისტორიაში ისე, როგორც შევიდა დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან ერთად მას ჰქონდა, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი. სწორედ ამ ცივი და რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც ცხელი პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)