|
2023-02-08 15:19:07, 919 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეm, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ხელისუფლება ბადრი ესებუას საკითხს გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს. „აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ბადრი ესებუა დღეს გამთენიისას ზუგდიდში დააკავეს. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)