|
2023-02-07 21:50:29, 1206 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - აქციები იწყება ახლა და არ დასრულდება, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი
მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ უსამართლობის მსხვერპლი, ვინც ნერვიულობთ ხვალინდელ დღეზე და ვისაც არ გაქვთ პერსპექტივის განცდა, ეს ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის, პროტესტი უნდა იყოს რეალური და ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება და იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები რაიონებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ რაიონშივე მიიღონ აქციებში მონაწილეობა. ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე საპროტესტო აქციებიც დაანონსა :
"მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ უსამართლობის მსხვერპლი, ვინც ნერვიულობთ ხვალინდელ დღეზე, ვისაც არ გაქვთ პერსპექტივის განცდა და გაქვთ პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური, ეს ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის ჩვენივე შვილებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას... მოგიწოდებთ, პროტესტი უნდა იყოს რეალური და ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს ამას, სწორედ ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა ქალაქში და რაიონში იქნება პროტესტი, ვინც მაგალითად ვერ ახერხებთ რაიონებიდან ჩამოსვლას, ადგილებზე იქნება საპროტესტო აქციები და მიიღეთ მონაწილეობა, უახლოეს პერიოდში, როდესაც მთელ საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ მე ვუზრუნველვყოფ დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)