|
2023-02-07 18:45:00, 942 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა და არ დაუტოვა სივრცე
რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე, - ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც თანამოქალაქე გააფთრებულად ვითომ უპირისპირდება ხელისუფლებას და სრული საბოტაჟის რეჟიმშია პარლამენტთან, სადაც ის კანონები მტკიცდება, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს. „ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ბექგრაუნდის, ისტორიის, ბიოგრაფიის ადამიანიც არ უნდა იყოს, გულდასაწყვეტია, რომ შენი თანამოქალაქე ასე გააფთრებული, დაპირისპირებულია ვითომ ხელისუფლებასთან და სახელისუფლებო პარტიასთან, მაგრამ, ზოგადად - საქართველოს ინტერესებთან, იმ იმედით, რომ შეიძლება შეიცვალოს რაღაც, ამღვრეულ წყალში წარმატება მოიპოვონ, მოვიდნენ და გარკვეულ მიზნებს მოემსახურონ, რომელიც აბსოლუტურად არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. გლობალური სურათი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე. მეორეს მხრივ, ოპოზიცია სრულ საბოტაჟის რეჟიმშია პარლამენტთან, სადაც ის კანონები კეთდება, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)