|
2023-02-07 17:13:54, 1040 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვენ. ადგილზე ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)