|
2023-02-07 12:21:05, 731 ნახვა
პოლიტიკა
„გავდივართ ბოიკოტში“ - საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს
საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს,- აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ ცოტახნის წინ განაცხადა. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები. „მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პატიმრობაში ნიშნავს წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება, ამას გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ. ჩვენთვის ეს იძულებითი ნაბიჯია, ჩვენთვის დღესაც მთავარია ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ ქართული ოცნება არ ტოვებს თანამშრომლობის არანაირი სივრცეს და თუ ვინმე რადიკალია, რადიკალია ქართული ოცნება, რადგან კლავენ ადამიანს. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი. დღეს ნახავთ ქართული ოცნების ლიდერებს კმაყოფილი სახეებით, გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება და გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თუ სამწუხაროდ, ასეთი შეთანხმება არ იქნება, სტრატეგია აღმაშენებელი უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის, რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს დროის ამბავია და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დათმობებზე“,- განაცხადა მაჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ცოტახნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)